მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ომბუდსმენის რეკომენდაციებს - პრემიერი

ომბუდსმენი
29.07.24 17:13
634

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ კუთხით აქტუალური საკითხები განიხილეს.

ომბუდსმენი მთავრობის მეთაურს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ომბუდსმენის რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები