მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლების თავაშვებულობა, ოპოზიციის არაკომპეტენტურობის და მანკიერ წრეში რაღაც დროით ჩართულობის ბრალია" - ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე

ხელისუფლების ასეთი თავაშვებულობა, ოპოზიციის არაკომპეტენტურობის და მანკიერ წრეში რაღაც დროით ჩართულობის ბრალია,- ამის შესახებ IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ პოლიტიკურ პროცესში მესამე ძალას არავინ არ ელოდა. უცებ აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში საერთოდ სხვა განზომილება არსებობს.

მისი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდების დარწმუნებას ცდილობს, რომ ოპოზიცია მათ გამოიყენებთ. რის პარალელურადაც ოპოზიცია პროცესში არ ერევა, რადგან მათ, ახალგაზრდებთან მისასვლელი არ აქვთ.

„ჩვენ არ ვაღიარებთ რეალურ პოლიტიკას, სადაც ზურგს უკან, ბევრად უფრო საინტერესო რაღაცები ხდება. თუმცა, ოპოზიცია ამაზე არ საუბრობს, რადგან მათ სხვა ინტერესები აქვთ. ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ასეთი თავაშვებულობა, ოპოზიციის არაკომპეტენტურობის და მანკიერ წრეში რაღაც დროით ჩართულობის ბრალია. იმიტომაც ბედავს ხელისუფლება ამდენს ასე მარტივად რადგან, საკანონმდებლო დონეზე მუშაობა საერთოდ მოშლილია და საერთოდ არაფერი აღარ ხდება. პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ იქ არაფერი არ ხდება. იქ არაკომპეტენტური მსჯელობა მიდის.

ხელისუფლება ცდილობს ამ ახალგაზრდებს უთხრას, რომ ოპოზიცია მათ გამოიყენებთ, რაშიც ოპოზიცია არ ერევა, რაც რაღაც დოზით არასწორია,რადგან არ შეიძლება პოლიტიკური პროცესები პოლიტიკოსების გარეშე იმართებოდეს. თუმცა, რეალურად ვერ ერევა, რადგან ახალგაზრდებთან მისასვლელი არ აქვთ. მიტინგებზეც თავისთვის დადიან.

საბოლოო ჯამში, ჩვენ დაგვრჩება კანონების კრებული, რომელიც ისე მარტივად იქნა პარლამენტის მიერ "შემოპარებული", რომლითაც ქვეყნის ინსტიტუციური მორღვევის უზრუნველყოფას განაპირობებს და ის ავტოკრატიულ რეჟიმს ახასიათებს.

ჩვენი ხელისუფლება არც პროევროპულია, არც პრორუსულია, არც პროჩინურია. ის თავის თავზე კონცენტრირებულია, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ოღონდ, ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესს არის აცდენილი“,-აცხადებს კობერიძე.

მისი შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნებას“ პოლიტიკურად არც ისე ცუდად ჰქონდა საქმე, მისი შემობრუნება ხელოვნურად გამოიყურება.

კობერიძის პროგნოზით, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ზემოთ იწევს და კულუარული საუბრების გაცხადება მიმდინარეობს.

„თუ დავუკვირდებით, მესიჯების გაცვლა ხდება. მაგალითად, კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ თუ ჩვენ ელჩები დაგვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი ცუდია, მაშინ ჩვენ, ამ კანონს ერთ წუთში გავიწვევთ. ერთ წუთში როგორ გაიწვევ კანონს, თუ ქვეყანა ასეთი პრინციპულია და ქვეყნის მტრებს ეძებენ.

ამიტომ, მგონია, რომ თემა არის ძალიან კომპლექსური და არც ისე ადვილი. მით უმეტეს, თუ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, სადაც რუსეთს აღარ აწყობს საქართველო, რომელმაც გეოპოლიტიკაში შეიძლება ამორფული პოზიცია დაიკავოს. ანუ, თან რუსეთთან ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობები გახსნილი და თან ნატო, ევროკავშირი დეკლარირებული იყოს კონსტიტუციაში.

რუსეთის რეაქციების მიხედვით, დღეს ფაქტია, რომ რუსული რიტორიკა პირდაპირ აქებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სწორად იქცევა. ხოლო მეორე მხარეს დასავლური რიტორიკაა, რომელიც ხალხს აქებს.

ქვეყანაში ძალიან ცუდი რამ ხდება. დასავლური მხარე და რუსეთი, რომლებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოზე, ეს ორი ქვეყანა საქართველოს ხლეჩს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს“,-აცხადებს დეპუტატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები