მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებისადმი ლოიალური ბიზნესმენებიც გრძნობენ, რომ მათი მომავალიც ვერ იქნება „ოცნების“ გვერდით - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

“ხელისუფლებისადმი ლოიალური ბიზნესმენებიც გრძნობენ, რომ ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, მათი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით” – ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გააკეთა, სადაც მან მოქალაქეებს მიმართა.

"ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, დღეს, თუნდაც ხელისუფლებისადმი აქამდე ლოიალურად განწყობილი ბიზნესის ნაწილი, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ ქვეყანაში, გრძნობს, რომ მისი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით.

იქ აღარავინ არ დარჩა. რამდენი არიან შიგნით? 100-მდე? 150? არ დავითვალოთ. ჩვენ არ ვითვლით. ჩვენ არ გვჭირდება დათვლა, რადგან ბევრნი ვართ.

კრიზისი არის ტოტალური. მმართველმა პარტიამ, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრებოდა, ომი დაუწყო ქართველ ხალხს და არა მხოლოდ ომი დაუწყო ხალხს, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთობის, ჩამოშალა - სპორტი, კულტურა და ეკლესია. ყველაფერი გაყო და დაყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის დატოვებს ორბელიანების სასახლეს. მე აქედან [პრეზიდენტის სასახლიდან] გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები... მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა - აცხადებს პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები