მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს კითხვაზე - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? - თინა ბოკუჩავა

პარლამენტი
19.03.24 15:12
275

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე რა იწვევს იძულებით ემიგრაციას. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„რატომ იცლება ქვეყანა და რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? - ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა, რომელზეც გვინდა მივიღოთ პასუხი „ქართული ოცნებისგან“ და პირადად პრემიერ-მინისტრისგან. 800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. მხოლოდ 30 ათასმა მოქალაქემ, 2022 წელს, მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოში კი იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები