მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიამ, შესაძლოა, იმდენივე ელექტროენერგია მოიხმაროს, რამდენიც ჰოლადიის ზომის ქვეყანამ

AI

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია 2027 წლისთვის, სავარაუდოდ, იმდენივე მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ჰოლანდიის ზომის ქვეყანა. ამის შესახებ კვლევა ამსტერდამის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის პროფესორმა, ალექს დე ვრაისმა აწარმოა. 

დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, ChatGPT-ის აღზევების შემდეგ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისები შექმნეს, თუმცა ისინი გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვენ, ვიდრე ტრადიციული აპლიკაციები, რის გამოც მათი ოპერირება ენერგო-ინტენსიურია. თუმცა კვლევა ასევე ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა გარემოზე გაცილებით მცირე იქნება, თუ მისი ამჟამინდელი ზრდის ტემპი შენელდება.

ბევრი ექსპერტი, მათ შორის თავად კვლევის ავტორიც, მსგავს კვლევებს სპეკულაციურს უწოდებს, რადგან ტექნოლოგიური კომპანიები მონაცემებს საკმარისად არ ასაჯაროებენ იმისთვის, რომ სწორი პროგნოზები გაკეთდეს. თუმცა ცალსახაა, რომ AI უფრო ძლიერ აპარატურას მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული კომპიუტერული დავალება.

კვლევის ფარგლებში პროფესორმა ხელოვნური ინტელექტის ზრდის ტემპი, AI ჩიპების ხელმისაწვდომობა,  Nvidia-ს მიერ სექტორისთვის შექმნილი  AI ხელსაწყოების რაოდენობაზე დაყრდნობით შეისწავლა. ანგარიშის თანახმად, 2027 წლისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩიპებისა და სხვა კომპიუტერული მოწყობილობების რაოდენობა იმდენად გაიზრდება, რომ ყოველწლიურად 85-დან 134-მდე ტერავატ/საათის ელექტროენერგიას მოიხმარს - დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც ერთი პატარა ქვეყანა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები