მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე, თორემ რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა ვცვალოთ, ყოველთვის ერთსა და იმავეს მივიღებთ - რესან ქიქავა

ექსპო

ბიზნესმენმა რესან ქიქავამ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ქვეყანაში არსებული პრობლემების დანახვის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა, ადამიანების უმეტესობას რეალობის ობიექტურად შეფასება უნდა შეეძლოს, რადგან ახლანდელმა თუ მომავალმა ხელისუფლებამ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს.

"ჩვენ თუ რეალობის ობიექტურად შეფასება დავკარგეთ, ქვეყანას დავკარგავთ. აქ საუბარი არაა ძალაუფლებას ვინ შეინარჩუნებს, არამედ საკითხი დგას ქვეყნის გადარჩენა არ გადარჩენაზე. უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომელიც ასე ძვირი დაგვიჯდა.

ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საქართველოში ყოველთვის იარსებებს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველთვის იტყვის სათქმელს - ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას მომავალი არა აქვს. უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა პრობლემებზე, რომელსაც ვხედავთ, თორემ რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა ვცვალოთ ყოველთვის ერთი და იმავეს მივიღებთ.

ყველა ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციისკენ, დაძინებისკენ იქნება მიდრეკილი. ახლა ამ ხელისუფლებას სძინავს, იმ ნაწილში რაც მის პირად პასუხისმგებლობებს ეხება და ღვიძავს ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები