მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ფასი შემცირდა

მოსავალი

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა - ერთთვიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 4%-ით იკლო და 5 დოლარი და 61 ცენტი შეადგინა, რაც ერთწლიან პერიოდში თითქმის 10.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

დაღმასვლის მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული რეკორდული მოსავალია. მაგალითად, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალს ელიან, რასაც ფედერალური სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს. რეკორდული მოსავალი ფიქსირდება ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, რაც საერთაშორისო ბირჟაზე მარცვლეულის გაიაფებას უწყობს ხელს, ვინაიდან, ეს ზრდის მიწოდებას და იწვევს ფასის ვარდნას. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ზოგიერთ რეგიონში მოსავლიანობას აუარესებს, სხვა რეგიონებში ეს ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების განაშენიანებას და ხორბლის წარმოების ზრდას.

გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა გენეტიკურად მოდიფიცირებული ხორბალი და გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ამაღლებს მოსავლიანობას და ამცირებს წარმოების ხარჯებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები