ანალიტიკური პორტალი Report გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [FAO] ანგარიშზე დაყრდნობით აქვეყნებს რეიტინგს მსოფლიოში ხურმის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების შესახებ.
პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 3,429 მლნ მეტრ/ტონით, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა 200.600 ათ. მეტრ/ტონით, ხოლო მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 192,400 მეტრ/ტონით.
ხუთეულშია ასევე იაპონია (187 900 მეტრ/ტონა) და ბრაზილია (170.200 მეტრ/ტონა). FAO-ს პროგნოზით, ხურმის მოთხოვნა და ბაზარი 2023-228 წლებში 6,16% გაიზრდება, რაც ნიშნავს რომ 2028 წელს ბაზარი 1,13 მლრდ დოლარს მიაღწევს.
დღეს, FAO-ს გათვლებით ხურმის მსოფლიო ბაზარი 840 მლნ დოლარს შეადგენს. ღირს აღნიშვნაც, რომ 2021 წელი ხურმის ბაზრისთვის ფასის ზრდის განსაკუთრებული მატება (+12,7%) დაფიქსირდა და 620 მლნ დოლარის ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში, ხურმის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ ესპანეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.
FAO-ს ანგარიშში დეტალურად არის ახსნილი ხურმის ბაზრის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებიც. გაეროს ექსპერტები მიიჩნევენ რომ ხურმას მოთხოვნის ზრდა მომდინარეობს მდიდარი ქვეყნებიდან (აშშ, გერმანია), სადაც ხურმის კულტივირება არ ხდება ან მინიმალურ დონეზეა. შესაბამისად, სწორედ არა მწარმოებელი ქვეყნები არიან ხურმის მოთხოვნისა და ფასის ზრდის განმაპირობებელი. ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანი მსოფლიოში ხურმას წარმოებით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო გლობალურ ბაზარზე ხურმის ექსპორტის უპირობო ლიდერად ჩინეთი რჩება.