ხვალ, 13 დეკემბერს, ბათუმელი მეზღვაურები საპროტესტო მარშს აანონსებენ. მარში 19:00 საათზე, ევროპის მოედნიდან დაიწყება.
„დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ ამას და ავირჩიოთ ნათელი და ევროპული მომავალი!
ბათუმი საზღვაო ქალაქია, სადაც 18 000 მეზღვაური ცხოვრობს, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ხვალ, საღამოს 19:00 საათზე გამოვიდეთ ყველა მეზღვაური, მეზღვაურთა ოჯახის წევრები, საზღვაო სფეროში და დაწესებულებებში დასაქმებულები და ვაჩვენოთ ყველას ჩვენი არჩევანი, რადგან ჩვენთვის, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია ევროპული გზა.
ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით თუ რას ნიშნავს ევროპა და ევროპული პერსპექტივები, ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით, თუ რაოდენ რთულია ევროპის დახმარების, მათი გვერდში დგომის გარეშე დასაქმება წარმატებულ კომპანიებში.
ამისათვის არ უნდა ვიყოთ პასიურები და უნდა ვიაქტიუროთ, შემდეგ ეს ყველაფერი გვიან იქნება!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.