მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ხვალ, 26 ნოემბერს, დაგეგმილ სხდომაზე პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს გამოაცხადებენ. ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ხვალ პარლამენტი უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით. იმისთვის, რომ ხუთი წლით იყოს პრეზიდენტი არჩეული მნიშვნელოვანია რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ამ წელს ჩატარდეს", - ამბობს პაპუაშვილი.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2017 წელს შევიდა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნებით აღარ აირჩევენ.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები