მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს - პაპუაშვილი

პარლამენტი
BM. GE
17.10.23 14:46
22

„ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ეს ის ორი დღეა, როცა გვექნება შესაძლებლობა  განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ვნახოთ, ჩვენ სხვა საკითხებს როგორ გავივლით და ამის მიხედვით დავნიშნავთ საკითხის განხილვას. მე ამაზე კიდევ დაწვრილებით მექნება საუბარი, როდესაც  დადგენილების პროექტს გამოვიტან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცედურაზე.

„დღეს გამოვიტან დადგენილების პროექტს, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარე, არის განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ვინაიდან გვაქვს პლენარული სესიის კვირა, ამიტომ  მიმდინარე კვირაში შეგვიძლია განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ.

რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის საკითხის პირველი მოსმენით  განხილვის მსგავსია. კერძოდ, მომხსენებელი, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან მომხსენებელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ, რეგლამენტით გათვალისწინებულია,  რომ პარლამენტს შეუძლია მოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

 მე გუშინ მქონდა მიმართვა და ველოდებით საბოლოო პასუხს. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა,  მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც თანამომხსენებელს.  როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან  არის კითხვების და დაზუსტებების შესაძლებლობა. პირველ მოსმენაში გათვალისწინებულია კომიტეტების გამოსვლა, მაგრამ, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტების გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო  წევრების, პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების გამოსვლებზე. ამის ბოლოს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს.

 ეს იქნება პროცედურა საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ გვექნება უკვე კენჭისყრა. იცით, რომ იმპიჩმენტისთვის100 ხმა არის საჭირო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას პარლამენტი ხვალ დაიწყებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები