მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალიდან, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

ლიბერთი

ხვალიდან, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

როგორც bm.ge-ის ბანკში განუცხადეს, ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებულია, საოფისე სივრცეებში არ გავრცელებულა.

"აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის. ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - აცხადებენ ბანკში.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უქმე, ბანკი მომხმარებელს ხვალიდან მოემსახურება.

ცნობისთვის: "ლიბერთის" სათავო შენობაში ცეცხლი გვიან ღამე, დამხმარე ლიფტის შახტში გაჩნდა. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია ოპერატიულად მოხდა და უკვე ლიკვიდირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები