სამხრეთ კორეული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია KIA რუსეთის ბაზრის დატოვებას განიხილავს. მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელობამ გახანგრძლივებული ომის გამო ბაზარზე არსებული არასტაბილურობა დაასახელა.
კერძოდ, KIA-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასტაბილურობა შემდეგ წელსაც გაგრძელდება, რამაც შესაძლოა საავტომობილო ბაზრის სრული დახურვაც კი გამოიწვიოს.
Bloomberg წერს, რომ მიმდინარე წელს რუსეთში კომპანიის გაყიდვები თითქმის 65%-ით შემცირდა. KIA-ს პეტერბურგში საწარმოც ჰქონდა, რომელიც 2 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.