კიბერუსაფრთხოების სექტორის ლიდერმა, Palo Alto Networks-მა ბოლო კვარტალში $3 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია და ანალიტიკოსთა მოლოდინებს აჭარბებს.
თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ წმინდა მოგება დააფიქსირა, ამჯერად მაჩვენებელმა $177 მილიონის ოდენობის წმინდა ზარალი შეადგინა, რაც თანამშრომელთა კომპენსაციებზე გაწეულმა $500-მილიონიანმა ხარჯებმა განაპირობა. რაც შეეხება კორექტირებულ მოგებას (EPS), აღნიშნულმა მაჩვენებელმა თითო აქციაზე $0.85 შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე ოდნავ მაღალია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური ანგარიშგება, თებერვალში $25 მილიარდად შეძენილი ისრაელური კომპანიის, CyberArk-ის ოპერაციების სრულ კონსოლიდაციას პირველად ასახავს. დასახელებულმა შესყიდვამ კვარტალურ შემოსავალში $388 მილიონი შეადგინა. ამასთან, Palo Alto Networks-მა $3.3 მილიარდი Chronosphere-ის შესაძენად დახარჯა, ხოლო $400 მილიონი ისრაელურ სტარტაპ Koi-ს შესასყიდად მიმართა, რომლის ტექნოლოგიაც AI-სთან დაკავშირებული საფრთხეებისგან თავდაცვის გაძლიერებას მიზნად ისახავს.
მენეჯმენტის განმარტებით, წმინდა ზარალი დროებითია და ის სწორედ ამ მსხვილ შესყიდვებს უკავშირდება. ხელმძღვანელობა 2027 ფისკალური წლიდან შედეგების სამ ძირითად ბიზნესსეგმენტად გამოქვეყნებას გეგმავს, რომელთაგან ერთ-ერთი CyberArk-ის იდენტობის უსაფრთხოების პლატფორმა იქნება.




























