მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიბერუსაფრთხოების პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

617c0b4f2b946
ინგა მურუსიძე
29.10.21 19:20
634
ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება.

როგორც bm.ge-ს სებ-დან აცნობეს, საქართველოს ეროვნული ბანკმა, საგანმანათლებო პლატფორმა Finedu - ს, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და საქართველოში ლიცენზირებული ექვსი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მონაწილეთა ამოცანა საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლება იყო.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ პოსტერი (სურვილის შემთხვევაში სლოგანთან ერთად), რომელიც მოქალაქეს საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

ნამუშევრები ათი წევრისგან შემდგარმა კომისიამ შეაფასა. კომისიაში საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციის და ზემოაღნიშნული კომერციული ბანკების წარმომადგენელები იყვნენ.

შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი მოიპოვა გია სიჭინავამ ნამუშევრით: "პაროლი ჰგავს პირბადეს"

მეორე ადგილის მფლობელი გახდა ლუკა კაცაძე - "არავის ენდო ბრმად"

მესამე ადგილი კი ნოდარ კოპალეიშვილს ერგო - "დაფიქრდი სანამ გაქრება"

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები