მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართული საბანკო სექტორი ყველაზე განვითარებულია” - გიორგი იაშვილი

banks

კიბერუსაფრთხოების რეგულაციების მნიშვნელობაზე BMDrive-ის ეთერში Cyber Trust-ის დამფუძნებელი, გიორგი იაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციებმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საბანკო სექტორი ყველაზე მეტად გააძლიერა.

“საბანკო სექტორი არის ყველაზე განვითარებული ამ მიმართულებით, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია ეროვნული ბანკის რეგულაციებით, თუმცა ძალიან დიდი შრომაა გაწეული ბანკების მხრიდანაც, საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით. Visa, Mastercard, Swift - თითოეულ მათგანს თავიანთი მოთხოვნები აქვთ უსაფრთხოების მხრივ.

Swift-ს ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მისი სისტემა გატეხეს და ამის გამო იმედად დიდი რეპუტაციული ზარალი მიიღო კომპანიამ, რომ უსაფრთხოებისადმი მიდგომები რადიკალურად შეცვალა და თითოეულ ინსტიტუტს, რომელთანაც თანამშრომლობს, კიბერუსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება დაავალდებულა, რამაც გამოიწვია ის, რომ ყველა ქართულმა კომპანიამ, რომელიც Swift-თან თანამშრომლობს, ინვესტიცია ჩადო და ამ პერიოდში ჩვენს სერვისებზეც ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა”, - ამბობს გიორგი იაშვილი.

მისი შეფასებით, რეგულაციებით კიბერუსაფრთხოების სისტემების დანერგვის წახალისება და ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისკენ ბიძგი ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა ის განსაკუთრებულად თვალშისაცემია საქართველოში, სადაც პრევენციული ზომები არ მუშავდება, იმის მიუხედავად, რომ ის დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. გიორგი იაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სწორი მიდგომები საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა გადმოვიღოთ.

“მაგალითად, ბრიტანეთში არის ასეთი მიდგომა, რომ საკონსულტაციო კომპანიები ნებისმიერი ზომის საწარმოს თუ ფინანსურ ინსტიტუტს, იქნება ის მილიარდობით ბრუნვის მქონე ბანკი თუ ასი ათასიანი ბრუნვის მქონე ბიზნესი, ზუსტად იდენტური სამუშაოების შესრულებას სთავაზობთ, თუმცა ამ მიმართულებით რა სიღრმეებში ჩავა და როგორ დეტალიზაციას გააკეთებს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელაა კომპანიის ბიუჯეტი. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი მიდგომაა”, - ამბობს გიორგი იაშვილი.

Cyber Trust პანდემიის პერიოდში ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს კიბერუსაფრთხოების მართვის, რისკების პრევენციისა და საკონსულტაციო მომსახურებებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები