მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია - "რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორი

6293a0e106ec9
BM.GE
29.05.22 20:33
1487
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში არავითარი მასიური გათავისუფლება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება. თითოეული სამედიცინო პერსონალი ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულის შესახებ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლიანა ჭუმბურიძემ განაცხადა.

მისი თქმით კლინიკაში ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის რეორგანიზაცია.

„დღეს კლინიკია უკვე მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი ვინც იყო დასაქმებული კოვიდ განყოფილებებში გადანაწილდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში. კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნების და გეგმების შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი.

რამოდენიმე თანამშრომელი, რომლესაც დაუსრულდა ხელშეკრულება იქნა გადაყვანილი რეზევრში. ჩვენ შევთავაზეთ მათ გაგრძელება ჩვენთან ურთიერთოების, 14-დან 12 დაგვთანხმდა და 2-მა უარი თქვა ამაზე.

რაც შეეხება ადმინისტრაციის წევრებს ისინი რჩებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ შორის, ქალბატონი ჯავარა უგრეხელიძე აგრძელებს მუშაობას პერსონალის უწყვეტი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები