2020-2021 წლებში დანაკლისი დაახლოებით 2 მლრდ დოლარი იქნება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დანაკლისი საიდანღაც უნდა შეივსოს, და ამაში დაეხმარება მათ ის დახმარება, რასაც დონორებისგან ელოდებიან.
„როგორ მოხდება ამის განაწილება? ერთი ნაწილი მილიარდნახევარი – ეს საბიუჯეტო დახმარების სახით გაიწოვება და მოხმარდება სხვადასხვა პროგრამებს... თუ არ შეჩერდა კრიზისი, მაშინ უკვე ეკონომიკის მის შემდეგ განვითარებაზეც ვერ ვილაპარაკებთ. ამიტომ ეს შეჩერება არის მნიშვნელოვანი. რადგანაც მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდი დანაკლისი იქნება შემოსავლების, ხარჯები უნდა დაფინანსდეს, სწორედ ამ პერიოდში გვეხმარება ეს ჩამორიცხვები, რომელიც მალე იქნება.
აქ იქნება სოციალური პროგრამები, აქ იქნება საგარანტიო ფონდი, რომელიც კომპანიებს დაეხმარება ბანკების საშუალებით... აქ იქნება სხვადასხვა დახმარებები, სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებისთვის... ეს ყველაფერი ბიუჯეტში გამოჩნდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის შეცვლა, მისი რევიზია უნდა მოხდეს.




























