მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე IMF-ის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

625fca3debb23
მარიამ იზორია
20.04.22 13:21
487
19-24 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო მაღალი რანგის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ჰიბრიდული რეჟიმით გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს და ფედერალური სარეზერვო ბანკის და ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის წარმომადგენლებს შეხვდება.

ცნობისთვის: მონაწილეები შეხვედრებზე მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს განიხილავენ.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები