მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ურჩევს კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს?

63da312603272
გიორგი თოლორდავა
01.02.23 13:55
787
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მის მემკვიდრეს რჩევებს აძლევს, რომელთაგან ყველაზე მეტად ის დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებას გამოარჩევს.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ უნდა მოერიდოს არაპოპულარულ და არაპოპულისტურ გადაწყვეტილებებს, რადგან როგორც კი დაიწყება ეროვნული ბანკის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება, იმ დღიდანვე დაიწყება ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორში რისკების დაგროვება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, არაპოპულარული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სწორ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და მონეტარულ პოლიტიკას გულისხმობს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ და გამართულ ფინანსურ სისტემას.

იმ ადამიანს, ვინც იქნება სებ-ის ახალი პრეზიდენტი, პირველ რიგში, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ იმაზე მეტს მიაღწიოს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს შევძელით.

ხინჯად მრჩება გულში ის, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ ვერ მოახერხა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა - რომ არა ომი და პანდემია, დიდი ალბათობით, დღეს უკვე საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა და მეც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ამით.

რაც შეეხება კონკრეტულ რჩევას, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დედოლარიზაციის ღონისძიება, რადგან დღეისათვის საქართველოს ფინანსური სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა დოლარიზაციაა, მიუხედავად ამ მაჩვენებლის საკმაოდ შემცირებისა. რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს დედოლარიზაციის პროცესი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს თვის ბოლოს დატოვებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები