მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

6345402472e36
BM.GE
11.10.22 15:00
519
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სეჰრატ კოკსალთან და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, კობა გვენეტაძე ახლო-აღმოსავლეთისა და შუა აზიის ცენტრალური ბანკების მმართველების მაღალი რანგის შეხვედრაში მთავარი მომხსენებელი იქნება. ასევე, სებ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ Capacity Development-ის საუბრებში და ბრეტონ ვუდსის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო გამოცემა “Global Finance”-ის დაჯილდოების ცერემონია. შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძე 2022 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დასახელდა - მისთვის ეს ზედიზედ მეხუთე ჯილდოა.

10-16 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები