მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე სებ-ის საბჭოში ნათია თურნავას შესვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

62a08f76411cb
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.22 16:13
1086
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს, ეროვნული ბანკის საბჭოში ნათია თურნავას შესვლის შესახებ გააკეთა კომენტარი. BMG-ის კითხვაზე პასუხისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ყველა წევრი, საბჭოს მუშაობას საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით აძლიერებს.

“ყველა წევრი, რომელიც საბჭოშია, რომელიც შემოუერთდება საბჭოს და შემოერთებია ეროვნულ ბანკს, მათ აქვთ გამოცდილება, პროფესიული განათლება და ის სისტემა, რომლითაც ეროვნული ბანკის საბჭო მუშაობს, რაც საშუალებას ქმნის გამოიყენონ ეს ცოდნა და გამოცდილება. ასე რომ ვფიქრობთ, რომ ის ჯგუფი, რომელიც არის აუცილებლად გაძლიერდება პროფესიონალიზმით, რომელიც წევრებს აქვთ”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტმა ერვონული ბანკის საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე ნათია თურნავა აირჩია.

ნათია თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრი იყო.

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოს ეროვნული ბანკის საბჭო წარმოადგენს, რომელიც ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიით შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები