მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე სტუდენტებს შეხვდა

63f371777a7e8
BM.GE
20.02.23 17:10
539
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ეკონომიკაზე, როგორც პროფესიაზე ისაუბრა. მის გამოსვლაში, მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და სტრუქტურაზე, თუ როგორ მიიღება ის გადაწყვეტილებები რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე და სტუდენტებს იმ ღონისძიებების და რეფორმების დეტალები გააცნო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მისი პრეზიდენტობის დროს განახორციელა. საუბარი შეეხო პანდემიისა და შემდგომ საომარი მოქმედებების შედეგად არსებულ გამოწვევებს, რომელიც მთელი მსოფლიოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შანსი შევხვედროდი სტუდენტებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო, თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეროვნული ბანკის ფუნქციები, თუ რა როლს ასრულებს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ვისაუბრეთ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და თუ როგორ უმკლავდებიან სხვადასხვა ქვეყნები ეკონომიკურ დაბრკოლებებს. გარდა ამისა, სტუდენტებთან განვიხილეთ ეკონომიკა, როგორც პროფესია. წინა შეხვედრების მსგავსად, ლექციის დასასრულს საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები