მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე უმოქმედო სესხების წილის ზრდაზე პროგნოზს აკეთებს

601aa4fef3a2c
BM.GE
03.02.21 17:33
1020
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხების 10%-მდე ზრდას პროგნოზირებს. გვენეტაძის თქმით, ამჟამად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8.4%-ს შეადგენს.

"რაც შეეხება უმოქმედო სესხების წილს 2020 წლის დასაწყისში 4.5%-დან გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით ის 8.4%-ს შეადგენს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ იქნება გარკვეულწილად ზრდა და ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს წლის პირველ ნახევარში. ეს არის საპროგნოზო მაჩვენებელი და ეს თუ ასეც მოხდა, ის საბაზო სცენარში უკვე დევს, ასევე შესაძლო დანაკარგების რეზერვი უკვე შექმნილია სისტემაში და თუ მოხდა ეს ზრდა ამან არ უნდა გამოიწვიოს ნეგატიური გავლენა ამ მხრივ, რადგან ჩვენ წინმსწრებად მოვთხოვეთ ბანკებს შესაძლო დანაკარგების შეფასება და რეზერვების მომზადება. ბანკებს ამის შესაძლებლობა მათი კაპიტალის ხარისხმა და მაღალმა ლიკვიდურობამ მისცა, რომ ეს დანაკარგები თავიდანვე ეღიარებინათ.

2020 წლის ბოლოს საკრედიტო პორტფელის ზრდა 9% იყო გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით. ვფიქრობთ, რომ 2021 წელს ზრდა დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებში იქნება.

იყო სესხების გადავადებების რამდენიმე ტალღა, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბანკები აგრძელებენ მსესხებლების ვითარების შესწავლას და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებას.

გადავადებების მეორე ტალღის დასრულების შემდეგ, დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა გადავადებების მესამე ტალღა დაიწყეს.

ვადაგადაცილებული სესხები პანდემიის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით მცირედით გაიზარდა. 30 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხები 2020 წლის თებერვალში არსებული 2.5%-დან, 2.8%-მდე გაიზარდა. რესტრუქტურიზებული სესხების ოდენობა 2020 წლის თევერვალში არსებული 3.7%-დან 8.8%-მდე გაიზარდა,"- აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. 

ამასთან კობა გვენეტაძე ხაზს უსვამს იმას, რომ მომსახურების პრობლემა უმეტესწილად სავალუტო სესხებს შეექმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მათ გაცვლითი კურსის რისკები ახლავს თან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები