მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე ამბობს, რომ აქციებთან მიმართებით ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო და ამიტომაც მკაცრდება კანონები

კობახიძე
14.10.25 14:01
267

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე".

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ გადაკეტონ ქუჩა.

„ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აცხადებს, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ სხვა ადამიანებს, საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. თუმცა, ვხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები. ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. სწორედ ამის გათვალისწინებთ შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები