მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას ულოცავს. პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ხაზგასმულია საქართველოს ინტერესი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართ.

„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

მოჯთაბა ხამენეის არჩევა „ექსპერტთა ასამბლეის“ მიერ 4 მარტს მოხდა. გადაწყვეტილება წინ უძღოდა 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე ერთობლივი სამხედრო იერიშების დროს ალი ხამენეის ლიკვიდაცია.

ირანის მესამე უზენაესი ლიდერი - ვინ არის აშშ-ის მიერ სანქცირებული მოჯთაბა ხამენეი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები