მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძეს იმედი აქვს, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას აშშ მომავალში გადახედავს

კობახიძე

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” ბიძინა ივანიშვილის და სხვა ჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ივანიშვილი ოფაკის სანქცირებულთა სიაში 27 დეკემბერს გამოჩნდა, შეერთებულ შტატებს ფინანსურად აქამდე სანქცირებული ჰყავდა:

  • 2023 წლის სექტემბრიდან - ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო;
  • 2024 წლის 16 სექტემბრიდანვე: „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური; ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
  • 2024 წლის 19 დეკემბრიდან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები