მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] და მილერი ლაგაზაური 2008 წლის ომში იბრძოდნენ - პრემიერი

ხარება

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში.

დაასანქცირეს 2008 წლის ომში ნაბრძოლი 2 ადამიანი, შსს-ს პოლიციის წარმომადგენელი. ყველამ უნდა გაიხსენოს, რომ პოლიცია საქართველოში ის ინსტიტუციაა, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში. კონტრპროდუქტიული რომ იყო სანქციები, ეს აქამდეც დადასტურდა პრაქტიკით. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდეს. უსამართლო და კონტრპროდუქტიულია. მე მგონია, რომ ეს ხალხი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაგმატულია და ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც პრაგმატულად არ შედის მათივე ინტერესებში,“- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირისგამომთხრელი საქმიანობისთვის დასანქცირებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური არიან.

აშშ-ის ხაზინამ "ხარებას" და მის მოადგილეს ფინანსური სანქციები დაუწესა

სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] და მილერი ლაგაზაური ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს - გომელაური

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები