მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] და მილერი ლაგაზაური ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს - გომელაური

შსს

შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები, ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური ხელფასს ჩვეულებრივად იღებენ - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა TVპირველის ეთერში განაცხადა.

"ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს ხელფასს ძალიან კარგად ვუხდით. (შსს-ის მაღალჩინოსნები) ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო "ვიზა ბარათებია", სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს (რომელი ბანკი ემსახურება). მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე, ეგ არის ინდივიდუალური. თუ მინდა ერთ ბანკში, ან მეორეში, ან მესამეში ავიღებ", - აცხადებს მინისტრი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა თავად სანქცირებას, პირველი პოლიციელი ამტკიცებს, რომ "პრობლემა არ აქვს თუ დაასანქცირებენ, რადგან ყველაფერს სამშობლოს გამო აკეთებს".

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირისგამომთხრელი საქმიანობისთვის დასანქცირებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური არიან.

აშშ-ის ხაზინამ "ხარებას" და მის მოადგილეს ფინანსური სანქციები დაუწესა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები