მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას დიდი ფასი არ აქვს

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას დიდი ფასი არ აქვს.

მან ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ტრამპის ადმინისტრაციას.

"პრაქტიკული დატვირთვა ამ პარტნიორობას არ ჰქონდა. ჩვენ არ გვქონდა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ., რაც ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული პარტნიორობიდან. ყველა მიმართულებით, ჩვენ გვქონდა მცდელობა მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, არ იყო შემხვედრი ნაბიჯები.

რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილებას, აქციების კუთხით დიდი ფასი არ აქვს. უბრალოდ ასეთი რამ ხდება, 20 იანვარს უნდა შედგეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას. ეს რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. როგორც კი ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რაც დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებზე. შედეგად აშშ აჩერებს პარტნიორობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები