მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძის თქმით, მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვევა მიიღო, თუმცა თავად არ წავა

კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვევა მიიღო, თუმცა თავად კობახიძე გერმანიაში გამგზავრებას არ გეგმავს და ჯერ არც ამბობს ვინ დაესწრება საქართველოდან კონფერენციას.

"ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი ამას მოგვიანებით გაიგებთ. შეიძლება იყოს მაკა ბოჭორიშვილი... მე არ ვიქნები... მთავრობამ მიიღო მოსაწვევი, როგორც გითხარით, მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ", - ამბობს კობახიძე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები. ფორუმს გახსნის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. აშშ-ის დელეგაციას კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ 2025 წელს, "ოცნების" მთავრობას მოსაწვევი არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები