მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის თქმით, ქართველი დიპლომატები ჩვეულებრივი პასპორტით უვიზოდ შევლენ ევროპაში

კობახიძე

გუშინ, 16 დეკემბერს, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ აუცილებელია, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა და დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად ბიომეტრიული პასპორტით შევლენ.

"თვითონ ევროპელების კომენტარებიც იხილეთ ამ საკითხზე, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს არის არსებითად სიმბოლური აქტი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა ესეც არ არის გარკვეული. მაგრამ თავადვე აცხადებენ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია და პრაქტიკული დატვირთვა მაინცდამაინც არ ექნება. გარდა ამისა ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტი პოლიტიკოსები იქნებიან ესენი თუ ელჩები, მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები შესაბამისად, შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში. ესეც დაადასტურეს თავად ევროპელმა პოლიტიკოსებმა. შესაბამისად, არანაირი პრივილეგიების გაუქმება არ ხდება და არის მორიგი პოლიტიკური ჟესტი და ანტიქართული გადაწყვეტილება", - ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ ეს მარტივი პროვოკაციაა, რომლის მიზანია მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციას. ჩვენ, ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებზე და პროვოკაციებზე წამოგებას, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები