მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წარმოებას აფართოებს - ინვესტიცია ₾21 მილიონია

61eea0832b6f9
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.22 23:15
2841
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ 2022 წლის ივნისიდან საწარმოო სიმძლავრეების გასაზრდელად 21 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

BM.GE-სთან საუბარისას კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ წარმადობის გაძლიერება წყალი "მთის“ წარმოების მოცულობების გაზრდის მიზნით ხორციელდება.

„ვფართოვდებით, რათა გავათავისუფლოთ წარმოებები უფრო მეტი წყლის საწარმოებლად, ვიდრე ვაწარმოებთ. იმისთვის, რომ წელს წყალი "მთის“ აზერბაიჯანში შევიტანოთ და ახალი ბაზარზე წყალზე არსებული დიდი მოთხოვნას ვუპასუხოთ, ივნისის ბოლოდან ახალი ჩამომსხმელი ხაზის შეძენას ვგეგმავთ. ამისთვის 21 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ.

წყალი "მთის“ წარმოება ყოველწლიურად 9 მლნ ლიტრით იზრდება. წელს 20 მლნ ლიტრის წარმოება გვაქვს დაგეგმილი. ამას უშველებელი ინვესტიციები სჭირდება მაცივრებზე, მარკეტინგული სამუშაო გვაქვს და ა.შ. ნდობა იმის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ გვაქვს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ახალი პროდუქტი, წყალი „მთის“ ადგილობრივ ბაზარზე, პანდემიის პერიოდში 2020 წლის ზაფხულში გამოჩნდა. კომპანიამ მტკნარი წყლის წარმოების 25 წლიანი ლიცენზია ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები