მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკის სპეცმმართველი დამოუკიდებელი პირი უნდა იყოს - სებ-ის პრეზიდენტის ბრძანება

62cc67982a5c6
ნინო ტაბატაძე
11.07.22 23:17
823
ეროვნულმა ბანკმა ის მოთხოვნები დააზუსტა, რასაც პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკში დანიშნული სპეციალური მმართველი უნდა აკმაყოფილებდეს.

ცვლილება „სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში შევიდა.

ცვლილებით დაზუსტდა, რომ სპეციალური მმართველი უნდა იყოს დამოუკიდებელი მესამე პირი და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც რეზოლუციის მიზნების მიღწევის ეფექტურობას საფრთხე ემუქრება, შეიძლება სპეცმმართველი იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სებ-ს შეუძლია რეზოლუციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ერთი ან რამდენიმე სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ასევე დაზუსტდა, რომ სპეციალურ მმართველს უნდა ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი. უნდა ჰქონდეს ლიდერული და ეფექტური კომუნიკაციის უნარები. კერძო სექტორში კრიზისის მართვისა და ბიზნესის რესტრუქტურიზაციის გამოცდილება კი,  უპირატესად ჩაითვლება. 

კრიზისულ ვითარებაში მყოფი ბანკებისთვის ლიკვიდაცია/გაკოტრების პროცედურებისგან განსხვავებული ახალი ჩარჩო - “გაჯანსაღებისა და რეზოლუციის” სისტემის დანერგვა სებ-მა 2020 წლიდან დაიწყო. აღსანიშნია, რომ  ამ დრომდე არც ერთი ბანკის არ გადასულა რეზოლუციის რეჟიმში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები