მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მხილებულია სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი - საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური
20.11.23 10:45
408

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მხილებულია სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს.

უწყების ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები