მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტის სხდომაში მხოლოდ ერთმა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა - თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 3 წლიდან 4 წლამდე გაზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ კომიტეტის სხდომაში სამი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტებიდან მხოლოდ ნიკოლოზ გაგუამ მიიღო სხდომაში მონაწილეობა.

ეს თურნავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა ბრძანებაში ცვლილებების შეტანის გამო გადამდგარი პირები თუ იყვნენ დღევანდელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულნი.

"კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მხოლოდ ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო. დანარჩენი ორი, როგორც ვიცი შვებულებაშია. ეს მათი უფლებაა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება დისკუსიის შედეგად მიიღება და საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა. მოგეხსენებათ, რამდენჯერმე გადავდეთ კიდეც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შიდა დისკუსია, არამედ თავად ინდუსტრიასთან, საბანკო სექტორთანაც გაგვევლო ეს ცვლილებები. გადაწყვეტილება ძალიან კარგად განხილული და გაანალიზებულია", - აცხადებს თურნავა.