კომპანია Loialte-მ წარმატებით გაიარა ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიცირება ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო აუდიტის მიმართულებით და აუდიტორულ და საკონსულტაციო სფეროში გახდა პირველი ქართული ბრენდი, რომელიც მსგავს სერტიფიკატს ფლობს. კომპანიის აუდიტი და სერტიფიცირება განახორციელა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ TUV Austria.
ISO 9001:2015 არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი ხარისხის მართვის კუთხით, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება გააუმჯობესოს საკუთარი შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, თანმიმდევრულად შექმნას პროდუქტები და სერვისები, რომლებიც შეესაბამება როგორც მომხმარებლის, ასევე ნორმატიულ და მარეგულირებელ მოთხოვნებს; გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილების დონე; განსაზღვროს ორგანიზაციის საქმიანობასთან და მის მიზნებთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები.
ISO სერტიფიცირებით Loialte განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც კომპანიის სტრატეგიული მიზნებთან თანხვედრაშია. Loialte უკვე 6 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და აერთიანებს 9 ბიზნეს მიმართულებას, რაც შესაძლებლობას იძლევა როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელს საკონსულტაციო და აუდიტორული სერვისები შესთავაზონ კომპლექსურად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს და მომხმარებელთა კმაყოფილებას.
„Loialte ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. ზრდა კი აჩენს გამოწვევებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მენეჯმენტი მომზადებული შეხვდეს მათ რათა, შეინარჩუნოს არსებული მიღწევებიდან ამავდროულად კიდევ უფრო დააჩქაროს კომპანიის განვითარება. ISO 9001-ის დანერგვა დაგვეხმარება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ კორპორაციული მართვა და მომსახურების ხარისხი, რაც გაზრდის ჩვენი კლიენტების კმაყოფილების დონეს და შესაძლებლობას მოგვცემს პორტფელი დრამატულად გავზარდოთ“, - გიგა ფაიქიძე, Loialte-ს მმართველი პარტნიორი.
კომპანია წარმოდგენილია 3 ფილიალით თბილისსა და ბათუმში, სადაც 90-მდე პროფესიონალია დასაქმებული. ფინანსური შედეგებით Loialte ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდია დარგში.
Loialte-ს მენეჯმენტის განცხადებით 2024 წელი გარდამტეხი იქნება კომპანიისთვის ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით. მომდევნო წელს დაგეგმილია კიდევ 2 ახალი ბიზნეს მიმართულების დამატება, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს და კომფორტულს გახდის კომპანიასთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება საკონსულტაციო და აუდიტორული სერვისების გაციფრულების მიმართულებით, რაზეც Loialte უკვე 2 წელია მუშაობს და შექმნილი აქვს ქართული ბაზრისთვის უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა საგადასახადო სერვისების ავტომატიზაციის კუთხით. ასევე, 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანია იწყებს სერვისების ექსპორტს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის უკვე დასრულებულია.
დეტალური ინფორმაცია Loialte-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.loialte.com.ge