საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია ,,პროსპექტს’’ არაერთი ექსკლუზიური პარტნიორი დეველოპერული კომპანიის გაყიდვები დაუსრულებია წარმატებით, მათ შორის გახლავთ ატლანტ დეველოპმენტის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი - Park Gate ნაძალადევი, რომლის მშენებლობა თითქმის დასკვნით ფაზაშია და ბინების ჩაბარებას ახალი მობინადრეები უკვე ელოდებიან.
როგორც "პროსპექტის" გუნდში ამბობენ, აღნიშნულ დეველოპერული პროექტის გაყიდვებზე მუშაობის პროცესი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა - "Park Gate ნაძალადევს აქვს ყველა პირობა, რომ გაყიდვების პროცესი წარმატებული ყოფილიყო. აქტიური თანამშრომლობითა და სწორი გაყიდვების სტრატეგიით ვაღწევთ საერთო მიზანს".
Park Gate ნაძალადევი 200 მეტრითაა დაშორებული კიკვიძის ბაღიდან, ხოლო 400 მეტრით დიდუბის მეტროდან, რაც იდეალურ საცხოვრებელ ლოკაციას ქმნის. "ბიზნესის თვალსაზრისით კომპლექსს აქვს იდეალური მდებარეობა და ნაგებობის 3 სართული უკავია კომერციულ და საოფისე ფართებს", - აღნიშნავენ "პროსპექტის’’ გუნდში.
შიდა ეზო პარკირებისთვის, დიდი სარეკრეაციო და გასართობ-მოსასვენებელი სივრცე, პირველ სამ სართულზე სამი დამოუკიდებელი ლიფტი - ეს ყოვლივე ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ გარემოს, სადაც თითოეული დეტალი ადამიანის საჭიროებებსა და კომფორტზეა მორგებული. 18 სართულიანი თანამედროვე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი ჯამში 203 ბინას აერთიანებს. სრული ფართობი კი, 3360 კვ. მეტრს შეადგენს.
"ატლანტის" ორიენტირი გახლავთ უმაღლესი ხარისხის მშენებლობის პროცესის წარმართვა/სისრულეში მოყვანა. Დეველოპერული კომპანია ფასადის მოსაპირკეთებლად იყენებს უმაღლესი ხარისხის აგურს, ტრავერტინის ქვას, ასევე 30 სანტიმეტრიან და 8 კამერიან ბლოკებს.
Park Gate ნაძალადევის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო. ამჟამად, საცხოვრებელ კომპლექსში მონოლითური და სამშენებლო პროცესები სრულად დამთავრებულია, მიმდინარეობს ფასადის და შიდა საერთო სივრცეების მოსაპირკეთებელი სამუშაოები. პროექტი სულ რაღაც 4 თვეში სრულდება, გასაყიდად დარჩენილია მხოლოდამხოლოდ 27 ბინა, რომლის ფართობი 71 კვ-დან 159 კვ-მდე მერყეობს.
"ატლანტ დეველოპმენტი" მომხმარებელს სთავაზობს სანდო, ევროპული მასალებით აშენებულ სახლებს, შიდა დაცული ეზოთი, მწვანე გარემოთი, წყნარი უბანით, გამორჩეული ხედითა და ხელსაყრელი ლოკაციით.
"პროსპექტი" ატლანტ დეველოპმენტის გაყიდვებს მალე 100 %-ით დაასრულებს. გასულ წელს საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანიამ თავის პორტფოლიოს რამდენიმე მსხვილი დეველოპერული პროექტი შემატა და კვლავ საინტერესო პროექტებისთვის ემზადება.
(NS)