მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Vitamin Georgia ექსპორტზე გასვლას გეგმავს

აკაკი მოწონელიძე

"კომპანია Vitamin Georgia ექსპორტზე გასვლას გეგმავს", - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აკაკი მოწონელიძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Vitamin Georgia ასი პროცენტით ქართულ კომპანიაა,რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო ადგილობრივი წარმოება და შექმნა პირველი 100%-ით ქართული სპორტული საკვები დანამატების ბრენდი - Vitamin Power. Vitamin Power ვიტამინის შვილობილი კომპანიაა, თავად ვიტამინი კი 2014 წელს ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა და მალევე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საცალო გაყიდვებში. კომპანიამ ეტაპობრივად მოიპოვა ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობები ამერიკულ, ინგლისურ, კანადურ და სხვა ევროპულ, მსოფლიო დონის წამყვან ბრენდებთან.

როგორც Vitamin Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, აკაკი მოწონელიძე ეთერში საუბრობს, უცხოელ ბრენდებთან მრავალწლიანი საქმიანობის, გამოცდილებების დაგროვებისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე მერყევი ფასების გამო, კომპანიას ბიძგი მიეცა, რომ 100%-ით ქართული საკვები დანამატები და ვიტამინები ეწარმოებინა.

მისივე ცნობით, კომპანიამ 1 მლნ ევროს ინვესტიციის ფარგლებში საწარმო ააშენა და წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ექსპორტზე გასვლა და საერთაშორისო ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა გადაწყვიტა.

“ნედლეული წვდომის ფარგლებში სრულად ქართულია, თუმცა გვაქვს იმპორტირებული ნედლეულიც, ევროპიდან. ამასთან, ქართველი დიზაინერები მუშაობენ შეფუთვის დიზაინზეც. ვცდილობთ, რომ ხარისხიანი ნედლეული გამოვიყენოთ, რადგან ბაზარზე კონკურენცია მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქციას ჩვენვე ვაწარმოებთ და ჩვენი პრენდის ქვეშაა, საკვები დანამატების და ვიტამინების ღირებულება დაბალია.

საერთაშორისო ბაზარზე გავდივართ და მოგვიწევს, რომ საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გამოცდილება გამოვიყენოთ. ექსპორტის სტრატეგია გალფის ქვეყნების მიმართულებაა, რადგან ამ ქვეყნებში ალკოჰოლს არ მოიხმარენ, ფიზიკური აქტივობა მაღაზია და სტატისტიკურად, საკვები დანამატების რეალიზაციის ყველაზე დიდი წილი, ამ ბაზრებზე მოდის. მეზობელ ქვეყნებს რაც შეეხება, აზერბაიჯანსა და სომხეთზე გვაქვს სტრატეგია გათვლილი და გეგმა გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქცია ამ ქვეყნებში გავიტანოთ”, - ამბობს აკაკი მოწონელიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციას, კომპანიის პროდუქცია ვიტამინის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი. ამ დროისათვის, ჯამში 15 მაღაზიით ვართ წარმოდგენილი. მათ შორის დედაქალაქს გარეთ გვაქვს რამდენიმე ფილიალი, კერძოდ ბათუმში 2 ფილიალი, ასევე ქუთაისში 1 ფილიალი, გორი და თელავი. ასევე პროდუქცია ონლაინაც ხელმისაწვდომია.

ინფორმაციითვის, კომპანია “ვიტამინში” ჯამში 70-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მის შვილობილ ქვეყანაში “ვიტამინ ფაუერში” 20-მდე ადამიანი საქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები