მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ - რეიტინგი

628ce02544c72
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.22 00:00
5720
2022 წლის 4 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით გაიზარდა და 5 გიგავატ საათს მიაღწია. ესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ "ენერგო პროს" აბონენტებმა 1.25 გიგავატ ელექტროენერგია მოიხმარეს, "თელასის" აბონენტებმა კი 960 მლნ კილოვატ საათი.

ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე - "თელასის" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი 35 კომპანიას აქვს მინიჭებული და მათ პირველ კვარტალში ჯამურად 1.33 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი - 411 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია "ჯორჯიან მანგანეზმა" მოიხმარა, რაც პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი მოხმარების 8% იყო. მოხმარებით მეორე ადგილზეა Bitfurry, რომელიც თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიტოპოვალუტის მაინინგით არის დაკავებული, მისი მოხმარება 130.9 მილიონი კილოვატ საათი იყო.

კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ:

1 "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" და “ჯორჯიან მანგანეზი” - 411 მილიონი კილოვატ საათი;
2 "ბი ეფ დი სი" (Bitfury) - 130.9 მილიონი კილოვატ საათი;
3 "რუსთავის აზოტი" - 88.4 მილიონი კილოვატ საათი;
4 "რუსთავის ფოლადი" - 72 მილიონი კილოვატ საათი;
5 "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 59.3 მილიონი კილოვატ საათი;
6 „საქართველოს რკინიგზა“ - 57.3 მილიონი კილოვატ საათი;
7 "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 54 მილიონი კილოვატ საათი;
8 "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 48.4 მილიონი კილოვატ საათი;
9 "აითილები" - 46.8 მილიონი კილოვატ საათი;
10 „აიტი კორპ“ - 42.1 მილიონი კილოვატ საათი.

რეიტინგში შემავალი კომპანიების უმეტესობა მძიმე მრეწველობის სფეროში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები