მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიები რომლებმაც CFD მოიგეს, შესაძლოა ქსელში ვერ შეერთდნენ" - როგორ მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესი

მამუკა მიქაშავიძე

ქარის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, მამუკა მიქაშავიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“, განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესზე ისაუბრა. კერძოდ, იმაზე, რამდენად სწორად ასახავს სისტემატური დიაგნოსტიკის კვლევის განახლება მსოფლიო ბანკისგან იმ რეალობას, რა რეალობაც დღეს დგას განახლებადი ენერგიების განვითარების თვალსაზრისით.

„ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაში, 10 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი მომხდარა. იგივე პრობლემებია, როგორც გამოსყიდვის ისე შეერთების საკითხებში - სახელმწიფოს ინსტიტუტებმა ვერ დაარეგულირეს, რომ ინვესტორებს შეუქმნან ნიადაგი, რომ ინვესტიციები გააკეთონ, რადგან თუნდაც CFD პროცესი მიმდინარეობდეს, გაუმჭირვალობიდან გამომდინარე იქ მიმდინარე პროცესები არ ასახავს იმ მდგომარეობას რაც ბაზარზეა“, - განაცხადა მამუკა მიქაშავიძემ.

კითხვაზე, ენერგეტიკული ბირჟა თუ იქნებოდა ამ გაუმჭირვალობის ინსტრუმენტი, მან უპასუხა, რომ - არა.

„ბირჟა იქნებოდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ვითარდება და პროგრესულია, მაგრამ მისი მიბმა განსავითარებელ ალტერნატიულ ენერგეტიკაში ვთვლი, რომ შეცდომაა, იმიტომ რომ ისე გამოვიდა, რომ მანამ ბირჟა არ გაიხსნება ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება არ მოხდება. როცა იყო ESCO, აკეთებდა ამის რეგულირებას ახლა სახელმწიფომ ხელი შეუწყო იმას რომ ჰაერში არ დარჩნენ, რადგან ბირჟის მოქმედება გაურკვეველია და ESCO-მ დააფინანსოს ის მოგებული ტენდერები რაშიც კომპანიებმა გაიმარჯვეს. ეს ერთის მხრივ მისასალმებელია, მაგრამ საკითხს არ წყვეტს. სახელმწიფო მეტად უნდა ჩაერთოს ამის რეგულირებაში, - მაგალითად შეერთების საკითხები. გამოდის რომ კომპანიები თავის საქმეს აკეთებენ მაგრამ მერე შეიძლება ქსელში ვერ ჩაერთოს, რადგან ქსელები ამბობენ:"მოცულობა არა გვაქვს შეგიერთოთ"-ო.

ეს ქსელები, რომლებიც საქართველოში არსებობენ მონოპოლისტები არიან და ამათთან ურთიერთობაში სახელმწიფო უნდა გამოვიდეს ბიზნესმენების გარანტი იმაზე, რომ ეს ქსელის კომპანიები აიძულოს, გაარემონტოს თავისი ქსელები რომ ახალი გენერაციის შეერთებაზე პრობლემები არ შეექმნათ. ამით პროცესი ჩერდება, რადგან შეერთების პროცესები გაურკვეველია.

ის კომპანიები რომლებმაც CFD მოიგეს, ალბათობის წინაშე დადგნენ, რადგან შეერთება გაჭირდა და აუქციონზე მონაწილეობა და მოგება არ ითვალისწინებს იმას, რომ ეს კომპანია ქსელში შეერთდება. მაშინ რატომ მონაწილეობს, - განაცხადა მამუკა მიქაშავიძემ და დასძინა, რომ ამ პროცესში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს.

კითხვაზე, რა კუთხით შეიძლება სახელმწიფოს ჩართულობა გამოიხატოს, - მან უპასუხა, რომ კომპანიების წახალისება უნდა მოხდეს.

„ალტერნატიული ენერგეტიკა - ქარის განვითარებას ვგულისხმობ, ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ერთი და იგივე ფორმულის მიხედვით არის. მაგალითად სახელმწიფო პროგრამა რომელმაც თქვა, რომ ალტერნატიულ ენერგეტიკას განავითარებს, ეს იმაში გამოიხატება, რომ თუ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას გამოუშვებს კომპანია, მას საბაზისო ენერგია, რაც ღირს იმას დავუმატებ, რადგან მისი გამომუშავების კოეფიციენტი 30% -ია და არ არის 50 ან 100%, - ამბობს იგი.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება გამოაქვეყნა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები