მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, ინვესტიციების დაცულობა და საერთო თამაშის წესების არსებობა“ - ელჩი

63466b6e31f6c
გიორგი არონია
12.10.22 16:30
573

"ჰოლანდიური კომპანიებისთვის საქართველოში საერთო თამაშის წესების არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანია’’ - ამის შესახებ ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მააიკე ვან კოლდამნიმ BM.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოში უფრო მეტი ჰოლანდიური კომპანიისა და ჰოლანდიელი ინვესტორის შემოსვლისთვის, პირველ რიგში, სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს.

ელჩი ასევე ამბობს, რომ ჰოლანდიური კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ინვესტიციების დაცულობა და ყველასთვის ერთნაირი თამაშის წესების არსებობაა.

"ჩემი აზრით, ბევრი ჰოლანდიური კომპანია საქართველოში თავს კარგად გრძნობს. თუმცა, ერთი, რაც ჰოლანდიური კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ინვესტიციების დაცულობა და ყველა კომპანიისთვის საერთო თამაშის წესების არსებობაა. მათ უნდა შეეძლოთ, რომ პრობლემის ან წინაღობის არსებობის დროს სასამართლოს მიმართონ, რომელიც ამ საკითხს მიუკერძოებლად განსჯის", - აცხადებს მააიკე ვან კოლდამნი.

BM.GE-სთან საუბრისას ნიდერლანდების ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, ამიტომ, ამ საკითხს აქტიურად აკვირდებიან.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის ის მთავარი გამოწვევები, რაც ინვესტორებს საქართველოში ხვდებათ, მააიკე ვან კოლდამნი პასუხობს: "ამ მხრივ, ბევრი შესაძლებლობაა, მათ შორის ბიზნესის კეთებისა და კომპანიის დარეგისტრირების სიმარტივე, ხელსაყრელი საგადასახადო კლიმატი და სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. თუმცა, მნიშვნელოვან საკითხებად რჩება სასამართლოს რეფორმა, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური სტაბილურობა. პოლიტიკაზე რომ ვსაუბრობთ, ხშირად გვესმის პოლარიზაციის საკითხი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ვთქვი, მოდუნების საშუალება არ მაქვს-მეთქი. ჩვენ, ჰოლანდიელები... ჩვენ ცოტათი განსხვავებულები ვართ. თუმცა, პოლარიზაციის მიუხედავად ვხედავთ, რომ ბევრი რამ კეთდება და იმედს ვიტოვებ, რომ პოლარიზაცია შემცირდება და საქმეს ყველა ერთად გააკეთებს. თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დიდად ვაფასებ იმას, თუ როგორ ახერხებს თქვენი ქვეყანა ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას ასეთ რთულ დროს, როცა სახეზეა პანდემია, უკრაინაში მიმდინარე ომი და სხვა გამოწვევები".

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები