მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიებში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა - საგამოძიებო სამსახური

ტაბიძის ბიზნეს ცენტრი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში განთავსებულ კომპანიებში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება ჩატარდა. ამის შესახებ უწყებაში bm.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს.

„გიდასტურებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ რამდენიმე კომპანიაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარეობდა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები“ – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

საქმე ის არის, რომ „ტვ პირველის“ ინფორმაციით, 14 ივლისს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ჩატარებული, თითქმის 4 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ორი კომპანია დაილუქა. ჩხრეკისას ამოიღეს - დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები. მათივე ცნობით, ფინანსური პოლიცია ორ კომპანიაში - BOS SELF, MAGIC TRAVELS ერთდროულად და მოულოდნელად შევიდა.

Bm.GE-ის დამატებით კითხვებზე საგამოძიებო სამსახურში არ პასუხობენ და არ აკონკრეტებენ არც საგამოძიებო მოქმედებების დროს და არც კომპანიებს.

ტურისტული კომპანია შპს "მეჯიქ როუდზ ჯორჯია" (Magic Roads Georgia) 2019 წელს დარეგისტრირდა. დირექტორი თამარ ტაბიძეა. 100%-იანი მესაკუთრე კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მეჯიქ ჰოლიდეიზ", არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

შპს "ბოს შელფ (საქართველო)" BOS Shelf LLC აზერბაიჯანული კომპანიის შვილობილია, რომელიც ნავთობისა და გაზის სექტორში ოპერირებს. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ის 2018 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე ილჰამ ემინბეილია. 100%-იანი მესაკუთრე კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება STAR GULF FZCO.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები