მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიას “კავკასუსის” 51%-იანი წილის შესყიდვაზე მივმართეთ და უარი მივიღეთ - Neqsol

605c66100f18c
სალომე მეცხვარიშვილი
25.03.21 14:42
1163
“კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია Neqsol Holding აცხადებს, რომ კომაპნიის 51%-იანი წილის შესყიდვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიისგან მოითხოვეს, თუმცა მარეგულირებლისგან დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. ამის შესახებ bm.ge-სთან ექსკლუზიურად Neqsol Holding-ის სტრაგეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი აცხადებს.

კომპანიამ “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა, თუმცა ქართული მარეგულირებელი - კომუნიკაციების კომისია- ტრანზაქციას არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს, ამიტომ წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. აქამდე კახა ბექაურის უწყება “ნექსოლ ჰოლდინგს” “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვდა, გუშინ კი განაცხადა, რომ “ნექსოლმა” “კავკასუსში” დარჩენული - 51%-იანი წილიც გადაიფორმა, კომპანიამ კი ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობა არაერთხელ დაარღვია.

თავად “ნექსოლში” განმარტავენ, რომ კომუნიკაციების კომისიისგან ტრანზაქციაზე უარის მიღების შემდეგ პროცესები დააჩქარა გასული წლის ზაფხულში “ელექტრონული კომუნიკაციების კანონში” შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცა.

“2019 წელს, ლეგალურად შევიძინეთ კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი, დარჩენილი 51%-ის გამოსყიდვის უფლებით. კომუნიკაციების კომისიას მივმართეთ 51%-იანი წილის შესყიდვის მოთხოვნით და მივიღეთ არამოტივირებული უარი მათგან, რომ დაედასტურებინათ ეს ტრანზაქცია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენს საკუთრებაში გადმოვიდა აქციების დარჩენილი - 51%-იანი წილიც, იყო ივლისში საქართველოში განვითარებული მოვლენები, როცა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში” ცვლილებები შედიოდა. გავაანალიზეთ, რომ საფრთხის ქვეშ ვიყავით, შეიძლებოდა დაგვეკარგა აქტივი, რამდენადაც მისი ექსპროპრიაცია მომხდარიყო, გამოვიყენეთ შესყიდვის ოფცია და კავკასუს ონლაინის 51%-იანი წილიც შევიძინეთ 2020 წლის აგვისტოში”,- აცხადებს თემურ თაგიევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები