მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიის წევრი დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს - TI

64ad006eccec5
BM.GE
11.07.23 11:14
1669
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. 

დარღვევა #1

კუკულაძესა და მის მეუღლეს ეკუთვნით 5 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 124.75 კვ.მ.
ავტოსადგომი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 15.05 კვ.მ.
ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 117.04 კვ.მ.
სარდაფი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 12.88 კვ.მ.
ბინა თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე - 68.90 კვ.მ.

დარღვევა #2

კუკულაძეს დეკლარაციებში ასევე არ აქვს მითითებული ინფორმაცია მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:

შპს ატრიუმი - დირექტორი
სს მუხიანი რესიდენსი - დირექტორი, წილი 100%
შპს ლილო პროექტი - დირექტორი, წილი 25%
დარღვევა #3

კუკულაძემ დამალა ხელფასი, რომელსაც ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობიდან იღებს. ინფორმაციისთვის, მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება.

კუკულაძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კუკულაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

BM.GE საკითხზე კომისიის წევრის, ნათია კუკულაძის პასუხს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები