მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაცია გვაქვს ორ კანდიდატთან... ჩვენი ხედვა პრინციპულ თანხვედრაშია ირაკლი ჩომახაშვილის ხედვასთან - სიფა

კააანდ

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფას“) ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურას არ დააყენებს.

BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ, ადვოკატმა ქეთი ქვარცხავამ განაცხადა, რომ სიფა-ს ხედვა - ადვოკატთა ასოციაციაში კოალიციური მმართველობისა და რეალური ცვლილებების შესახებ - პრინციპულ თანხვედრაშია ირაკლი ჩომახაშვილის ხედვასთან, მაგრამ კოორდინაციაში არიან ასევე, მეორე კანდიდატთან - მუხრან ღურწკაიასთან.

საქმე ის არის, რომ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის („სიფას“) ადვოკატები 14 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებენ. სიფა-მ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა 19-კაციანი სია წარადგინა.

სიფა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილეობს, მაგრამ თავმჯდომარეობის კანდიდატი არ ეყოლება|რატომ?

ქეთევან ქვარცხავას განცხადებით, სიფა-ს მიზანია, ადვოკატთა ასოციაციის სისტემური ტრანსფორმაცია და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიალურად და არა - ერთპიროვნულად.

- ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის 6 კანდიდატიდან 3 ყველაზე აქტიური ჩანს. BMG-მ სამივეს ხედვა მოისმინა. ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მუხრან ღურწკაია - რომელი კანდიდატი მიიღებს სიფა-ს წევრი იურიდიული ფირმების მხარდაჭერას არჩევნებზე?

- ჩვენ ომუნიკაცია გვაქვს ორ კანდიდატთან - ბატონ მუხრან ღურწკაიასთან და ირაკლი ჩომახაშვილთან, არჩევნების ჩატარების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. [სიფაში] არ გვაქვს იძულებითი უზურპაციული რეჟიმი, რომ ვაიძულოთ ადამიანებს, ხმა მისცენ იმას, ვინც არ მოსწონთ ან მოსწონთ. შესაბამისად, ჩვენი წევრები თავისუფალი არიან ნებისმიერ არჩევანში. რაც შეეხება პრიორიტეტებს და ხედვებს, ხედვებში განსაკუთრებული ერთიანობა გვაქვს ირაკლი ჩომახაშვილთან. მაგალითად, ვემთხვევით [ირაკლი ჩომახაშვილის] ხედვასთან იმ ნაწილში, ომ არჩევნებში არ შევიტანეთ სრული სია, რათა არ შევქმნათ იგივე პრეცედენტი, როდესაც ერთი გუნდი გადის ყველგან - ეს მოსაწონია და ჩვენს ხედვას პირდაპირ ემთხვევა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილი გვაქვს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც კანონის უზენაესობას თუ ადვოკატის საკონსტიტუციო უფლებებს ეხება... შესაბამისად, ჩვენი წევრებიც მიიღებენ შესაბამისად გადაწყვეტილებას.

- ირაკლი ყანდაშვილთან რატომ არ ხართ კოორდინაციაში ანუ რა არ მოგწონთ - ის, რომ აფილირებულია ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ მენეჯმენტთან, რომლის საქმიანობასთან თუ მმართველობის სისტემასთან პრეტენზიებია?

- თავად უპასუხეთ კითხვას... პერსონალურად არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ირაკლი ყანდაშვილთან. მას ბევრი წელია ვიცნობ, ჩემი კოლეგაა და ცხადია, არ ვაპირებ კოლეგებზე უარყოფით კონტექსტში საუბარს და არც იმსახურებს. პრობლემა ის არის, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად და სასარგებლოდ ჩვენი პროფესიისთვის, ადვოკატებისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაციის მენეჯმენტი იყოს ურყევი და უცვლელი წლების მანძილზე - მოიტანონ სიები და ამ სიებით გავიდნენ ყველა ორგანოში და შემდეგ უკვე აღარაფერზე კონტროლი არ ჰქონდეთ ადვოკატებს; ეს ხდება ოთხი წლის მანძილზე, რა ვადითაც ირჩევა ორგანოები. შესაბამისად, ოთხი წელი ძალიან დიდი ვადაა იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ სტრუქტურაში - ამ თუ სხვა ორგანიზაციაში ახალი სისხლი, ახალი აზროვნება, ახალი ხედვები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ახალისებს ორგანიზაციას, ახალ ძალას მატებს მას და მიუთითებს შეცდომებისკენ, რადგან შეცდომებს შეიძლება უშვებდნენ და უკვე ვეღარც ხედავდნენ, იმდენად იხარშებიან ერთ ჩარჩოში. მით უმეტეს ზედმეტად მდუმარეც არის ეს ასოციაცია, ამიტომ ეს საკითხი ჩვენ ასე გადავწყვიტეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები