კომუნიკაციების კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე პარლამენტმა გოგა გულორდავა დაამტკიცა. 77 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ასეთის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები.
აღსანიშნია, რომ მის კონკურენტებს ვლადიმერ ტატიშვილს მხარი 19-მდა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 იყო, ილია მიქელაიშვილს კი 36 მომხრე ჰყავდა ამ კანდიდატურაზე, 4-მა ხმა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა.
გოგა გულორდავა მარეგულირებელში საქმიანობას 2026 წლის 26 სექტემბერს შეუდგება და უფლებამოსილება 6 წლის მანძილზე ექნება.
კომისიის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, წლიური ხელფასი 192 269 ლარიდან იწყება რაც თვიური 16 000+ ლარია] და თავმჯდომარის შემთხვევაში 202 310 აღწევს.
გულორდავა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
მისი საქმიანი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოში და უცხოეთში (ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია). ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
- 2000–2007 წწ. – საქართველოს კონტროლის პალატა, მთავარი კონტროლიორი.
- 2009–2012 წწ. – კერძო სექტორი, იურისტი.
- 2012 წ. – „საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი.
- 2013 წ. – საქართველო–ისრაელის ერთობლივი სამედიცინო კლინიკა „ოქსფორდ-მედიკალ ჯორჯიას“ დირექტორი.
- 2013 წ. – იყო წალენჯიხის გამგებელი.
- 2014 წლიდან 2016 წლამდე - პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წალენჯიხის საოლქო ორგანიზაცია, თავმჯდომარე;
- 2016-2020 - პარლამენტის წევრი.
კომუნიკაციების კომისიაში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც უწყებას თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ეწურება. კახი ბექაური 2017 წლიდან ხელმძღვანელობს კომისიას. 2023 წლის იანვარში ის მესამედ აირჩიეს. მანამდე, 2014–2017 წლებში კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა.
2019 წლამდე კანონი კომისიის თავმჯდომარის ერთი და იმავე პირის მიერ ორჯერ დაკავებას კრძალავდა, თუმცა შესაბამისი ცვლილების შემდეგ ეს შეზღუდვა მოიხსნა.
"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა.
საქმე ის არის, რომ კომისიის წევრობის ვადა უახლოეს პერიოდში კომისიის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება, რომელიც უკვე მეორე ვადით არის წევრი და თავმჯდომარე. ასევე, ვადა გასდის ვახტანგ აბაშიძესაც, თუმცა კონკურსი მხოლოდ ერთ წევრზეა გამოცხადებული



























