იმის აღსადგენად, რაც პუტინმა გაანადგურა უკრაინაში, საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს, კონგრესმა მოგვცა უფლება, ჩამოვართვათ რუსეთს აქტივები აშშ-ში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი „დიდ შვიდეულში“ თავის პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა გაყინული რუსული აქტივები კიევის ზარალის ასანაზღაურებლად იყოს გამოყენებული.
„ჩვენმა კონგრესმა მოგვცა უფლება, ჩამოვართვათ რუსეთს აქტივები აშშ-ში. ჩვენ ვაპირებთ მათ გამოყენებას. იმის აღდგენის საფასური, რაც პუტინმა გაანადგურა უკრაინაში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს. დიდ შვიდეულს“ შეუძლია, მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს პუტინს, რომ დრო მის მხარეს არ არის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.