მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოპენჰაგენში Novo Nordisk-ის ოფისის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Novo Nordisk ხანძარი

კოპენჰაგენში, დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის ოფისის შენობა იწვის, მაგრამ როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ხანძარი ლოკალიზებულია.

კოპენჰაგენის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შენობაში მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია მოახერხა და არავინ დაშავებულა. როგორც საერთაშორისო მედიაში ვკითხულობთ, ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ მის ჩასაქრობად, თავდაპირველად, ასი მეხანძრე იყო ჩართული. დანიური კომპანიის განცხადებით, ხანძარი, რომლის კვამლი ტოქსიკური არ არის, Novo Nordisk-ის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე გაჩნდა და მიმდებარე შენობებს, მათ შორის საოფისე შენობას მოედო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დანიური Novo Nordisk-ი ევროპის უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $592 მილიარდს აღემატება. დანიური კომპანიის ბოლოდროინდელი ფინანსური წარმატება პირდაპირ უკავშირდება კომპანიის მიერ დაპატენტებულ წონაში კლების მედიკამენტებს, Wegovy-ისა და Ozempic-ს, რომელთაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები