სამხრეთ კორეულმა კრიპტობირჟა Bithumb-მა, სარეკლამო კამპანიის დროს დაშვებული კრიტიკული შეცდომის გამო, მომხმარებლებს შემთხვევით 44 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადაურიცხა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პლატფორმა მომხმარებლების წასახალისებლად სიმბოლური რაოდენობის კრიპტოვალუტის დარიგებას გეგმავდა. თუმცა პროგრამულმა ხარვეზმა კამპანიის ფარგლებში გათვლილი რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.
როგორც ცნობილია, Bithumb-მა აქტივების გატანა ოპერატიულად შეაჩერა და ვაჭრობა, რათა სისტემა დაებალანსებინა და შეცდომით დარიცხული კაპიტალი უკან დაებრუნებინა.
კომპანიის განცხადებით, მომხმარებელთა უმეტესობამ გაგებით მიიღო მომხდარი, თუმცა რამდენიმე მათგანმა მაინც სცადა დარიცხული აქტივების სხვა პლატფორმებზე გადატანა. ბირჟა ამჟამად ამ ტრანზაქციების გაუქმებაზე მუშაობს და კლიენტებს აფრთხილებს, რომ შეცდომით მიღებული თანხის გამოყენება სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.



























